Accessibility links

რუსეთი ირანზე ზეწოლის ეტაპობრივად შესუსტების წინადადებას აყენებს


რუსეთი აყენებს წინადადებას გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს მოთხოვნების შესრულების კვალობაზე ირანის მიმართ ზეწოლის შესუსტების შესახებ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში განაცხადა. მისი თქმით, ირანის ყოველ კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯს უნდა მოჰყვეს ირანის მიმართ დაწესებული სანქციების შეჩერება, მოგვიანებით, კი მათი შემცირება. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან მოლაპარაკებებისას შედგა ნოტების გაცვლაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულებაზე, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს ორმხრივი შეთანხმება თითოეული ქვეყნის მიერ სულ ცოტა 34 ტონა პლუტონიუმის ნარჩენების გამოყენების შესახებ. შეხვედრის შემდეგ ხელმოწერილ დოკუმენტებს შორის არის შეთანხმება რუსეთიდან შვილად აყვანის შემთხვევებზე კონტროლის გამკაცრება აშშ-ში.
XS
SM
MD
LG