Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ათობით დემონსტრანტი დააკავეს


ოთხშაბათს საღამოს მინსკსა და ბელორუსიის სხვა ქალაქებში ათეულობით ადამიანი დააკავეს ანტი-სამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობისთვის. საპროტესტო აქციები ინტერნეტ-ჯგუფის - ”რევოლუცია სოციალური ქსელის საშუალებით” მოწოდების შედეგი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს საღამოს გადაცმული პოლიციელებით გაივსო ქვეყნის მთავარი ქალაქების ქუჩები და ისინი ხალხის დაკავებას დემონსტრაციების დაწყებამდე შეუდგნენ. ბელორუსიის უფლებადამცველი ორგანიზაციის ”ვიასნას” ცნობით, დემონსტრაციების დაწყებამდე სოციალური ქსელები ბელორუსიის ტერიტორიაზე მიუწვდომელი გახდა.
XS
SM
MD
LG