Accessibility links

კარზაის მოკლული ძმისთვის ლოცვის დროს მეჩეთში აფეთქება მოხდა


ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, თვიმკვლელმა თავდამხმელმა ბომბი ააფეთქა მეჩეთში, ავღანეთის სამხრეთის ქალაქ ყანდაარში, როცა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მოკლული ძმისთვის ლოცვა მიმდინარეობდა. წინასწარი ცნობებით, დაიხოცნენ სულ მცირე ოთხი ადამიანი, მათ შორის, იქ მყოფი მთავარი სასულიერო პირი, მაულავი ჰექმათულა ჰექმათი, რომელიც ყანდაარის ისლამის სწავლულთა საბჭოს ედგა სათავეში. ლოცვას ესწრებოდნენ კაბინეთის ოფიციალური წევრებიც, მაგრამ ყანდაარიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რომ მათ მეჩეთი აფეთქებამდე დატოვეს. ჰამიდ კარზაის ძმა, აჰმად ვალი კარზაი, ყანდაარის ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარე იყო. ის გუშინწინ საკუთარ ბინაში მოკლეს. ოთხშაბათს არაერთი თავდასხმა მოხდა ავღანეთის ოფიციალურ წარმომადგენლებზე, რომლებიც პრეზიდენტის მოკლული ძმის პატივსაცემად მოწყობილ ცერემონიაზე მიემგზავრებოდნენ.
XS
SM
MD
LG