Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში სატელეფონო საუბრების მოსმენის სკანდალთან კავშირში კიდევ ერთი პირი დააპატიმრეს


ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, გაზეთ „News of the World"-ის მიერ სატელეფონო საუბრების მოსმენის სკანდალთან დაკავშირებით მან დააკავა კიდევ ერთი პირი. პოლიციის ცნობით, დაკავებული ეჭვმიტანილია,რომ ორგანიზებას უწევდა საკომუნიკაციო საშუალებების მოსმენას. ეს უკვე მეცხრე ეჭვმიტანილია, რომელიც წელს, ამ საქმის გამოძიების განმალობაში დააკავეს. ბრიტანეთის მედიის ცნობით, ლაპარაკია ნილ უოლისზე, რომელიც „News of the World"-ის აღმასრულებელი რედაქტორი იყო. ეს იყო ბოლო დაპატიმრება მას მერე, რაც რუპერტ მერდოკის „News Corp-მა“ უარი თქვა ბრიტანეთის კერძო სატელიტური მაუწყებლის „BSkyB-ის“ შესყიდვაზე. ბრიტანეთის კანონმდებლებმა ზეწოლა მოახდინეს მერდოკზე, უარი ეთქვა მაუწყებლის შესყიდვაზე ტელეფონების მოსმენის სკანდალის გამო. გაჩნდა საშიშროება, რომ სკანდალი გადაედება აშშ-საც, სადაც დაფუძნებულია მერდოკის „News Corp“, არაერთი მედია ორგანოს მფლობელი. ამერიკელი სენატორი ჯონ როკეფელერი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, დარღვეული აქვს თუ არა „ბრიტანეთში სატელეფონო საუბრების მოსმენის სკანდალთან კავშირში კიდევ ერთი პირი დააპატიმრეს

ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, გაზეთ „News of the World"-ის მიერ სატელეფონო საუბრების მოსმნეის სკანდალთან დაკავშირებით დააკავა კიდევ ერთი პირი. პოლიციის ცნობით, დაკავებული ევუჭმიტანილია,რომ ორგანიზებას უწევდა საკომუნიკაციო საშუალებების მოსმენებას. ეს უკვე მეცხრე ეჭვმიტანმილია, რომელიც წელს, ამ საქმის გამოძიების განმალობაში დააკავეს. ბრიტანეთის მედიის ცნობით, ლაპარაკია ნეილ უოლისზე, რომელიც „News of the World"-ის აღმასრულებელი რედაქტორი იყო. ეს იყო ბოლო დაპატიმრება მას მერე, რაცრუპერტ მერდოკის „News Corp-მა“ უარი თქვა ბრიტანეთის კერძო სატელიტური მაუწყებლის „BSkyB-ის“ შესყიდვაზე. ბრიტანეთის კანონმდებლებმა ზეწოლა მოახდინეს მერდოკზე, უარი ეთქვა მაუწყებლის შესყიდვაზე ტელეფონების მოსმენის სკანდალის გამო. გაჩნდა საშიშროება, რომ სკანდალი გადაედება აშშ-საც, სადაც დაფუძნებულია მერდოკის „News Corp-ი“, არაერთი მედია ორგანოს მფლობელი. ამერიკელი სენატორი ჯონ როკეფელერი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, დარღვეული აქვს თუ არა „ „News Corp-ს“ აშშ-ის კანონები.
XS
SM
MD
LG