Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მიესალმება რელიგიების სამართლებრივი სტატუსის დაკანონებას


ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიათა ხელმძღვანელები მიესალმებიან სამოქალაქო კოდექსში შეტანილ და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს, რომლებიც შეეხება რელიგიური კონფესიების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირებას, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიათა ხელმძღვანელების სახელით, 14 ივლისს გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა. ამავე განცხადებაში ავტორები მიესალმებიან ”საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს კანონის წინაშე ყველა რელიგიური აღმსარებლობის თანასწორობას”, რაც წმინდა სინოდის მიერ 11 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაშია ასახული. ”რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მთავარი ევროპული ღირებულებაა”, - ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG