Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატები მზად არიან, თავდებში დაუდგნენ ფოტორეპორტიორებს


ჯონდი ბაღათურია და პეტრე მამრაძე მზად არიან, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებს თავდებში დაუდგნენ. ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა 14 ივლისს, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს. "ქართული დასის" ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას თქმით, არსებობს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ფოტორეპორტიორები არა სამშობლოს ღალატისთვის, არამედ მმართველი გუნდის ღალატისთვის ისჯებიან. "ქართული დასის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იყო: "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "კავკასიის ქალთა ქსელი" და "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი".
XS
SM
MD
LG