Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი ჯერ ვერ საუბრობს კონკრეტულ დეტალებზე


დაკავებული ფოტოკორესპონდენტის, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატის, მიხეილ ღონღაძის თქმით, ვიდრე კონკრეტული დოკუმენტი არ ექნება, რომლის მიხედვითაც საქმე მთლიანად, ან ნაწილობრივ გასაჯაროვდა, ის ვერ ისაუბრებს საქმის კონკრეტულ დეტალებზე. ღონღაძის განცხადებით, მას ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც არ უნდა გახმაურდეს საქმის მთელი მასალები. თუმცა, როგორც 13 ივლისს გამართული შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების დუმილი კომუნიკაციის პრობლემას დაუკავშირა. მინისტრის თქმით, როგორც ჩანს, ადვოკატებს კარგად ვერ განუმარტეს, რომ მათ მხოლოდ იმ დოკუმენტებზე არ შეუძლიათ საუბარი, რომლებიც საიდუმლოების შემცველია.
XS
SM
MD
LG