Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბომავალ „ბულგარიის“ ჩაძირვისას დაღუპულთა რიცხვმა 113-ს მიაღწია


რუსეთში, თათრეთში, მდინარე ვოლგაზე თბომავალ „ბულგარიის“ ჩაძირვისას კიდევ ერთი დაღუპულის გვამს მიაგნე . ამდენად, დახოცილთა რიცხვმა 113-ს მიაღწია. ამოცნობილია102 მსხვერპლი. მათგან 29 ბავშვია, 11 მოზარდი. პეტერბურგიდან ყაზანში ჩაფრინდა თვითმფრინავი ჩაძირული თბომავლის წყლიდან ამოსატანი სპეციალური აღჭურვილობით. დღეს მყვინთავები დაასრულებენ ”ბულგარიის” შესწავლას, რის შემდეგაც თბომავალს წყლიდან ამოსატანად გაამზადებენ. გუშინ ყაზანის სასამართლომ გასცა სანქცია თბომავლის მოიჯარე კომპანიის ხელმძღვანელისა და სამდინარო რეგისტრის იმ ექსპერტის დაკავებაზე, რომელმაც თბომავლის ვარგისიანობაზე დოკუმენტები გასცა.
XS
SM
MD
LG