Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: „სიხარბე“ იყო ვოლგაზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი „უპასუხისმგებლობას და სიხარბეს“ მიიჩნევს მდინარე ვოლგაზე მომხდარი კატასტროფის მიზეზად. კატასტროფამ - კვირას, 10 ივლისს თბომავალ „ბულგარიას“ ჩაძირვამ - სულ ცოტა, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს პუტინი ყაზანში შეხვდა მთავრობის წევრებს და განაცხადა, რომ „საშინელებაა, რომ ასეთი საფასურის გაღება გვიწევს უპასუხისმგებლობის, დაუდევრობის, სიხარბის, ტექნოლოგიური უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის გამო“. ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება 20 ადამიანი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ისინიც დაიღუპნენ. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება ძველი და გადატვირთული ხომალდის ჩაძირვასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად.
XS
SM
MD
LG