Accessibility links

logo-print

დედაენის ბაღის ტერიტორია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში არ არის


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში დედაენის ბაღის ტერიტორია აღარ არის. პრივატიზების დეპარტამენტის პრესსპიკერი გიორგი კალანდაძე კი ამბობს, რომ საპრივატიზაციო აუქციონზე დედაენის ბაღის გატანა საერთოდ არ იგეგმებოდა. მისი განცხადებით სამომავლოდ, დაგეგმილია მხოლოდ ბაღის ტერიტორიაზე განთავსებული 1 370 კვ.მეტრის შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის პროვატიზება, სადაც მანადმე განთავსებული იყო რესტორანი "მერცხალი”. სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია დედაენის ბაღის ტერიტორიის პროვატიზების შესახებ 4 ივლისს განთავსდა, ამ ინფორმაციის თანახმად თანახმად, ელექტრონულ აუქციონზე უნდა გაყიდულიყო თბილისში დედაენის პარკის ტერიტორიაზე მდებარე 3 590 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები. გასაყიდი ობიექტის საწყისი ფასი 1 600 000 ლარით იყო განსაზღვრული.
XS
SM
MD
LG