Accessibility links

სტამბოლში მიმდინარეობს შეხვედა ლიბიასთან დაკავშირებით


დღეს სტამბოლში დაიწყო დასავლეთისა და არაბული ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედა ლიბიის მეამბოხეებთან. ე.წ. „საკონტაქტო ჯგუფი“ კოორდინაციას უწევს 41-წლიანი მმართველობის შემდეგ მუამარ კადაფის ხელისუფლებიდან განდევნის მცდელობებს. ზოგიერთი ცნობით, კადაფი შესაძლოა თანახმა იყოს, გადადგეს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. მაგრამ ლიბიის ლიდერმა ტრიპოლის მახლობლად გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ „ბოლომდე იბრძოლებს“. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კადაფის ჯერაც საკმარისი შეიარაღება მოეპოვება საიმისოდ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განაგრძოს წინააღმდეგობა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის წევრებს მოუწოდა, მეტი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნონ ლიბიის დასაბომბად.
XS
SM
MD
LG