Accessibility links

logo-print

აშშ აცხადებს, რომ ავღანეთი მისმა პირველმა სამხედრო შენაერთმა დატოვა


ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამშობლოში გაფრინდა ამერიკის იმ 10 ათასი ჯარისკაცის პირველი ნაწილი, რომელმაც წლის ბოლომდე უნდა დატოვოს ქვეყანა. ამით დაიწყო ავღანეთიდან ჯარების ეტაპობრივი გაყვანა, რომელიც 2014 წელს უნდა დასრულდეს. პირველი 650 ქვეითი ჯარისკაცი, რომელმაც ავღანეთი დატოვა, ქაბულის ჩრდილო-დასავლეთით, პროვინცია ფარვანში იყო განლაგებული. ისინი ოთხშაბათს გაფრინდნენ ამერიკაში და მათ შესაცვლელად ავღანეთში არ გაიგზავნება სხვა შენაერთი.
XS
SM
MD
LG