Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში


უკრაინელი კოლეგის სტუმრობას "ძალიან დროული და საჭირო" უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. 15 ივლისს, საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშაძემ აღნიშნა, რომ განხილულ იქნა ორი ქვეყნის ურთიერთობების მრავალი ასპექტი და ვითარება რეგიონში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერის გამო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კონსტანტინ გრიშენკოს თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პროექტები, მათ შორის უკრაინის გავლით ენერგომატარებლების გადაზიდვის საკითხი. მინისტრებმა ხელი მოაწერეს საგარეო უწყებებს შორის 2011-2012 წლების კონსულტაციების გეგმას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინ გრიშენკო, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
XS
SM
MD
LG