Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IFJ მხარს უჭერს დაკავებული ფოტოკორესპონდენტების გათავისუფლების მოწოდებას


დაკევებული ფოროკორესპონდენტების გათავისუფლების მოწოდებას მხარს უჭერს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ). „შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ჩვენი კოლეგების საქმეს გრიფი საიდუმლო დაედო, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას, სათანადოდ გასცენ პასუხი მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს”, - განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯიმ ბოუმელამ. მისი თქმით, „ჟურნალისტებისთვის ჯაშუშობის ბრალდების წაყენება დაუფიქრებლად არ უნდა მოხდეს." 14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში IFJ მხარს უჭერს თავისი პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის (IAGJ) პოზიციას. ასოციაციამ დაგმო ფოტოკორესპონდენტების დაკავების ფაქტი და მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ჩაერიოს ფოტოჟურნალისტთა საქმეში მათი თავდებით გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. „საქართველოს მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა დემოკრატიული მმართველობისთვის რეგიონში," განაცხადა IFJ-ს გენერალურმა მდივანმა ბეთ კოსტამ. მისი თქმით, "ეს შემთხვევა არის ერთგვარი გამოცდა, რომელიც საშულებას აძლევს მას დაამტკიცოს კანონის უზენაესობისადმი ერთგულება და კრიტიკის მიმართ ტოლერანტობა. ფოტოჟურნალისტებს აქვთ უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება და უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება, რათა საჯარო სასამართლო პროცესზე დაიცვან თავი, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა."
XS
SM
MD
LG