Accessibility links

დასავლეთის ქვეყნებმა ლიბიელი მეამბოხეები ქვეყნის კანონიერ მთავრობად აღიარეს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკამ ლიბიელი მეამბოხეები ქვეყნის კანონიერ მთავრობად აღიარა. ეს განცხადება კლინტონმა გააკეთა სტამბოლში, ლიბიის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის მეოთხე შეხვედრაზე. კლინტონის გამოსვლას წინ უსწრებდა საფრანგეთის და იტალიის განცხადება, რომ მთელმა „საკონტაქტო ჯგუფმა“ გადაწყვიტა, სამთავრობო ხელისუფლებად აღიაროს „ეროვნული გარდამავალი საბჭო.“ ზოგიერთი ცნობით, კადაფი შესაძლოა თანახმა იყოს, გადადგეს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ. მაგრამ ლიბიის ლიდერმა ტრიპოლის მახლობლად გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ „ბოლომდე იბრძოლებს“. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კადაფის ჯერაც საკმარისი შეიარაღება მოეპოვება საიმისოდ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განაგრძოს წინააღმდეგობა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის წევრებს მოუწოდა, მეტი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნონ ლიბიის დასაბომბად.
XS
SM
MD
LG