Accessibility links

logo-print

სირიაში საპროტესტო აქციებზე 20-მდე ადამიანი მოკლეს


აქტივისტების განცხადებით, სირიის უშიშროების ძალებმა, სულ ცოტა, 19 ადამიანი მოკლეს მარვალათასიან საპროტესტო აქციებზე, რომლებიც სირიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. აქტივისტები პარასკევს, 15 ივლისს გამართულ დემონსტრაციებს მიიჩნევენ ყველაზე მასშტაბურ აქციებად მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები. უფლებადამცველების მონაცემებით, მარტის შემდეგ უშიშროების ძალებს, სულ ცოტა, 1400 ადამიანი ჰყავთ მოკლული.
XS
SM
MD
LG