Accessibility links

logo-print

იტალიის პარლამენტმა დაამტკიცა საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგი ზომები


იტალიის პარლამენტმა დაამტკიცა საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგი ზომების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სამი წლის მანძილზე 48 მილიარდი ევროს დაზოგვას. პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის მთავრობამ დააჩქარა ახალი ზომების დამტკიცება და საწყის გეგმაზე უფრო მკვეთრად შეამცირა ხარჯები მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში საფინანსო ბაზრებს დაეტყო შეშფოთება, გამოწვეული იტალიის ფინანსურ სტაბილურობაში დაეჭვებით.
XS
SM
MD
LG