Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთს არ სურს ობამას შეხვედრა დალაი ლამასთან


ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, გააუქმოს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და დევნილობაში მყოფი ტიბეტის სულიერი ლიდერის, დალაი ლამას დაგეგმილი შეხვედრა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ჰონგ ლის თქმით, ასეთი შეხვედრა ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევას წარმოადგენს. თეთრი სახლის თანახმად კი, დღევანდელი შეხვედრით „პრეზიდენტი დაადასტურებს მტკიცე მხარდჭერას, შენარჩუნდეს ტიბეტის უნიკალური რელიგია, კულტურული და ლინგვისტური თვითმყოფადობა და დაცულ იქნეს ტიბეტელთა უფლებები.“ გავრცელებული განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ გაიმეორებს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს იმას, რომ დიალოგის გზით გადაიჭრას დაპირისპირება დალაი ლამას წარმომადგენლებსა და ჩინეთის ხელისუფლებას შორის.
XS
SM
MD
LG