Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერდოკმა ბოდიში მოიხადა და ორი პირი დაითხოვა


რუპერტ მერდოკმა თანამდებობიდან გაათავისუფლა „ნიუს კორპორეიშენის“ ხელმძღვანელი პირები - რებეკა ბრუკსი და ლეს ჰილტონი და, გარდა ამისა, ბოდიში მოუხდა იმ ადამიანებს, რომლებიც მის კუთვნილებაში არსებული ტაბლოიდის მიერ სატელეფონო შეტყობინებების მოსმენის გამო დაზარალდნენ. ბრიტანეთის ნაციონალურ გაზეთებში გამოქვეყნებულ წერილში, აშშ-ში მცხოვრებმა მედიამგანატმა ბოდიში მოიხადა იმ უკანონო ქმედებების გამო, რასაც „ნიუს ენდ ვორლდი“ ახორციელებდა. აღნიშნულმა ტაბლოიდმა არალეგალურად მოახერხა ათასობით ადამიანის, მათ შორის, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლების, ოფიციალური პირების, კრიმინალური და ტერორისტული შეტევების დროს დაღუპულთა ახლობელი ადამიანების ხმოვან მესიჯებში შეღწევა. აშშ-ის პროკურატურა „ნიუს კორპორეიშენის“ტაქტიკას ამერიკის ტერირორიაზეც სწავლობს.
XS
SM
MD
LG