Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ გააუქმა სანქციები 14 ყოფილი თალიბის მიმართ


გაეროს კომიტეტმა, რომელიც კონტროლს უწევს თალიბანის შავ სიას, ავღანეთის ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის სამშვიდობო საბჭოს რამდენიმე წევრის თხოვნით, სიიდან ამოიღო ყოფილი თალიბი მეთაურების გვარები. ავღანეთის მთავრობამ სთხოვა სანქციების კომიტეტს, სიიდან ამოეღო 50-მდე ყოფილი მეამბოხის გვარები, რომლებიც, როგორც წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს, სრულიად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. სანქციები სამოგზაურო ვიზებზე უარის თქმასა და ქონების დაყადაღებას ითვალისწინებს. გერმანიის ელჩმა პეტერ ვიტინდმა, რომელიც გაეროს სანქციათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თალიბანის ყოფილი ლიდერების შემორიგებისაკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი უწოდა.
XS
SM
MD
LG