Accessibility links

დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარადასაჭერად ტელემარათონი გაიმართება


საქართველოში დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად დღეს, 19.00-დან 20.00 საათამდე, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ეთერით აქცია გაიმართება. ორგანიზატორია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი. აქციის ფორმატით გათვალისწინებულია ერთდროულად რამდენიმე რადიოს, ტელეკომპანიისა და ინტერნეტმაუწყებლობის ეთერის დათმობა ფოტორეპორტიორების საკითხისადმი. აქციას ექნება მარათონის სახე და საეთერო სტუდიები ერთმანეთთან ონლაინკავშირში იქნებიან. აქციას უკვე შეუერთდნენ ტელეკომპანიები - "მაესტრო", "კავკასია", "თრიალეთი", "25-ე არხი", ინტერნეტტელევიზიები - "პალიტრა-ტვ", "ობიექტივი", რადიოები - "პალიტრა", "უცნობი", "მაესტრო", "ობიექტივი". დღეს ჯაშუშობის მუხლით დაკავებულმა კიდევ ერთმა ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ აღიარა დანაშაული.
XS
SM
MD
LG