Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ორშაბათს გაახმაურებს გამოძიების დეტალებს ფოტორეპორტიორების საქმეზე


საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ორშაბათს გაავრცელებს გამოძიების ახალ ინფორმაციას ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პროკურატურის ინფორმაცია დღეს მას შემდეგ გავრცელდა, რაც გამომძიებლებს აღიარებითი ჩვენება მისცა გიორგი აბდალაძემაც, რომელიც თავს უდანაშაულოდ ცნობდა და პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღე შიმშილობდა. ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. დაკავებული ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ადვოკატებმა დღეს განაცხადეს, რომ აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა.
XS
SM
MD
LG