Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის ასოციაციას ფოტორეპორტიორების ჯაშუშობისა არ სჯერა


„საეჭვო ვითარებაში, იძულებით მიღებული აღიარებები ვერ გვარწმუნებენ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობაში“, - ნათქვამია საქართველოს პრესის ასოაციაციის მიმართვაში, რომელიც ორგანიზაციამ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ჟურნალისტური გაერთიანებების, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადების სახელზე მიიღო. „ამ ადამიანების ღამეულმა დაკავებებმა, მათ მიმართ განხორციელებულმა საპროცესო ქმედებებმა, საქმის მასალების გასაიდუმლოებამ, ჟურნალისტების საპროტესტო აქციებისა და შეკითხვების მიმართ ხელისუფლების ცინიკურმა დამოკიდებულებამ და სატელევიზიო ინსინუაციებმა, დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ მომხდარს აღვიქვამთ, როგორც შურისძიებას და დევნას სიმართლის ასახვისათვის, რაც ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ განვითარებაზე ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს,-„ ნათქვამია საქართველოს პრესის ასოაციაციის მიმართვაში. პარასკევს ჯაშუშობაში ბრალდებულმა კიდევ ერთმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემაც მისცა აღიარებითი ჩვენება. საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ორშაბათს ჯაშუშობისათვის ბრალდებული პოტორეპორტიორების საქმეზე საზოგადოებას ახალ ინფორმაციას მიაწვდის.
XS
SM
MD
LG