Accessibility links

logo-print

კლინტონი საბერძნეთში ვალის საკითხებს განიხილავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა, -მხარი დაუჭირა დეფიციტის შემცირებისაკენ მიმართულ სახელმწიფო პროგრამას. აღნიშნული პროგრამა, რომელსაც დიდი პროტესტი მოჰყვა საბრეძნეთში, ქვეყნის ფინასური კრიზისის დასაძლევად იქნა მიღებული. ათენში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, კლინტონი ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ჰილარი კლინტონი ინდოეთს, ინდონეზიას და ჰონგ კონგს ესტუმრება.
XS
SM
MD
LG