Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით შაბათს ავღანეთში კიდევ ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს. სამხედრო მოსამსახურეს ცეცხლი გაუხსნეს ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ნატოსა და ავღანეთის ძალების ერთობლი პატრულირების ოპერაცია ხორციელდებოდა. კიდევ ერთი შეტაკება მოხდა დღეს ავღანეთში, როდესაც ავღანეთის არმიის დანაყოფებმა 10 მოიერიშე მოკლეს ნანგარჰარის პროვინციაში. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ექსტრემისტები ავღანეთისა და საერთაშორისო ძალების დანაყოფებზე გეგმავდნენ იერიშის განხორციელებას. კიდევ ერთი ინცინდენტი შაბათს მოხდა ბაგლანის პროვინციაში, სადაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს საქორწინო ცერემონიას, რის შედეგადაც ორი სტუმარი დაიღუპა და შვიდი - დაიჭრა.
XS
SM
MD
LG