Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინა ირანს 1994 წლის აფეთქების მონაწილეთა გასამართლებას სთხოვს


არგენტინამ მოუოწდა ირანს, სასამართლოს გადასცეს 1994 წელს ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაციის აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილები, რომელთა შორის, არგენტინის პროკურატურის განცხადებით, რამდენიმე ირანელი ექსტრემისტიც იმყოფება. ბუენოს აირესში 17 წლის წინ მომხდარი საზარელი ტერაქტის შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა. შაბათს 16 ივლისს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქმის გამოძიების პროცესში მზად არის „კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის.“ არგენტინელი პროკურორის ალბერტო ნისმანის თქმით, აღნიშნული განცხადება მხოლოდ ცარიელი სიტყვები იქნება მანამ, სანამ ირანი ხელს აფარებს არგენტინის მიერ ძებნილ დამნაშავეებს.
XS
SM
MD
LG