Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერდოკის ყოფილი თანაშემწე დააპატიმრეს


ბრიტანეთის მედიის ინფორმაციის თანახმად პოლიციამ დააკავა მედია-მაგნატ რუპერტ მერდოკის ყოფილი თანაშემწე რებეკა ბრუკსი, რომელიც ეჭვმიტანილია უკანონო სატელეფონო მოსმენების საქმეში. ბრიტანეთის პოლიცია ადასტურებს, რომ დღეს სატელეფონო მოსმენებისა და კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა 43 წლის ქალი, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. პოლიციამ უკვე დააპატიმრა 9 კაცი იმ სკანდალის შემდეგ, რაც მერდოკის მფლობელობაში არსებული ტაბლოიდის „News of the World“-ის მიერ ათასობით სატელეფონო შეტყობინებისა და მეილების უკანონო მოსმენებს შეეხება. 43 წლის ბრუკსი, რომელიც „News of the World”-ის რედაქტორი იყო, პარასკევს გადადგა თანამდებობიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ბრუკსი ორი დღის შემდეგ უნდა დაეკითხა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც უკანონო მოსმენის საქმეს იძიებს.
XS
SM
MD
LG