Accessibility links

logo-print

ნატოს ავიაციამ კადაფის საჰაერო ობიექტები გაანადგურა


ნატოს სარდლობის ინფორმაციით, დღეს დილით კოალიციის ავიაციმა იერიში მიიტანა ლიბიის დედაქალაქში განლაგებულ სამ სარადარო ობიექტსა და ანტისარაკეტო თავადცვის სისტემაზე. გაეროს მანდატით მოქმედი ნატოს ავიაცია მოსახლოების თავდაცვის მიზნით, მოამარ კადაფის სამხედრო ძალების შეტევითი პოტენციალის განადგურებას განაგრძობს. დღევანდელ იერიშამდე მოამარ კადაფიმ კვლავ გაიმეორა, რომ არასოდეს დატოვებს ქვეყანას. ლიბიელმა მემაბოხეებმა, რომებიც განაგრძობენ კადაფის ძალების წინააღმდეგ ბრძოლას, ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას. შაბათს 10 მემბოხე დაიღუპა და 170 დაიჭრა ნავთობით მდიდარ ქალაქ ბრეგას იერიშის შედეგად.
XS
SM
MD
LG