Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ პირველი ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანა სომალიში


გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პირველი ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა მოახერხა სომალის იმ რაიონში, რომელსაც ექსტრემისტულ ორგანიზაცია ალ ყაიდასთან დაკავშირებული ისლამისტური დაჯგუფება აკონტროლებს. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა როზანა ჩორლტონმა განაცხადა, რომ ალ შაბაბმათავისუფალი გადაადგილების ნება დართო გაეროს თანაშრომლებს, რაც სხვა ორგანიზაციებსაც მისცემს შესაძლებლობას ჰუმანიტარული საქმიანობის გასაგრძლებლად. იუნისეფის თანახმად, მომდევნო სამი თვის განმავლობაშო საჭირო იქნება 31 მილიონი დოლარის მობილიზება შიმშილის ზღვაზე მყოფი მილიონობით დაზარალებული ქალისა და ბავშვის დასაპურებლად და სამკურნალოდ.
XS
SM
MD
LG