Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ჰამიდ კარზაის უფროსი მრჩეველი მოკლეს


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქვეყნის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი მოკლეს. ჯან მოჰამად ხანი, ურუზგანის პროვინციის ყოფილი გუბერნატორი მისსავე საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული იერიშის დროს დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა დღესვე ქვეყნის პარლამენტის წევრი ურუზგანიდან, მოჰამად ჰაშემ ვატანვალი მოკლეს. აღნიშნული თავდასხმები მოხდა მას შემდეგ, რაც ერთი კვირაც არაა გასული, რაც საკუთარმა მცველმა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ძმა აჰმედ ვალი კარზაი მოკლა. კვირას ადგილობრივმა ძალისმიერმა სტრუქტურებმა ნატოს სარდლობისაგან ქვეყანის უსაფრთხოებაზე კონტროლის გადაბარების პროცესი დაიწყეს. პროცესი ქვეყნის ცენტრალურ და ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ - ბამიანის პროვინციიდან დაიწყო.
XS
SM
MD
LG