Accessibility links

logo-print

ჰოსნი მუბარაკის კომაში ჩავარდნა არ დასტურდება


ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი კლიენტი კომაში ჩავარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარსების შედეგად. თუმცა იმ საავადმყოფოს ექიმები, სადაც მუბარაკი მკურნალობას გადის, აცხადებენ, რომ ყოფილი დიქტატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 83 წლის მუბარაკი თანამდებობიდან თებერვალში, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. მუბარაკი აპრილის თვიდან იმყოფება საკურორტო ქალაქ შარმ ალ შეიხის ჰოსპიტალში. ყოფილ დიქტატორს 3 აგვისტოს სასამართლო ელოდება, დემონსტრანტების დახოცვისა და სახელმწიფო სახსრების დატაცების გამო.
XS
SM
MD
LG