Accessibility links

logo-print

ავღანეთში საერთაშორისო ძალების სარდლობა ჩაიბარა ჯონ ალენმა


ავღანეთში საერთაშორისო ძალების სარდლობიდან გადადგა ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი. ის აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს უხელმძღვანელებს. ქაბულში გამართულ ცერემონიაზე პეტრეუსმა სარდლობა გენერალ ჯონ ალენს გადააბარა. ჯონ ალენი ერაყში სამსახურით არის ცნობილი. ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ავღანეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი მოკლეს და ამ ქმედებაზე პასუხისმგებლად თავს თალიბანი აცხადებს. გასულ კვირაში ყანდაარში მოკლეს ჰამიდ კარზაის ძმა. გუშინდლიდან ავღანეთის სამხედროებმა ბამიანის პროვინციაში ნატოს ძალებისგან უსაფრთხოებაზე კონტროლის გადაბარება დაიწყეს.
XS
SM
MD
LG