Accessibility links

logo-print

ეგვიპტის მინისტრთა ახალი კაბინეტი დღეს ფიცს დებს


ეგვიპტის მინისტრთა ახალი კაბინეტი დღეს ფიცს დადებს. ეგვიპტის სახელმწიფო სააგენტო ”MENA”-ს ცნობით, ახალი მინისტრები ფიცს ფელდ-მარშალ მოჰამედ ჰუსეინ ტანტავის წინაშე დადებენ. ის არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი და ძალაუფლება ჰოსნი მუბარაქის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ აიღო. არსებული ინფორმაციით, მთავრობაში შეიცვალა 15 მინისტრი, ანუ ნახევარზე მეტი, მათ შორის - საგარეო, ფინანსთა, სამხედრო წარმოებისა და ვაჭრობის მინისტრები. სახელმწიფო მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი, სავარაუდოდ დარჩება თანამდებობაზე. სამხედრო საბჭოს მმართველობის პირობებში სექტემბერში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
XS
SM
MD
LG