Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის ფაქტზე საქმე ორი პირის მიმართ აღიძრა


იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის გარემოებების გამოძიების ფარგლებში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა ”ბუტირკის” საგამოძიებო იზოლატორის ორი თანამშრომლის მიმართ. საგამოძიებო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ საქმე აღძრულია მაგნიტსკის მკურნალი ექიმის ლარისა ლიტვინოვას მიმართ, პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობით, გაუფრთხილებლობით სიკვდილის გამოწვევის მუხლით. საგამოძიებო იზოლატორის უფროსის ყოფილი მოადგილის - დმიტრი კრატკოვის მიმართ კი ”დაუდევრობის” მუხლით აღიძრა საქმე. ექსპერტების დასკვნით, 37 წლის იურისტი მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის გამო გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG