Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ პეტრეუსი გადადგა ავღანეთში აშშ-ის ჯარების მთავარსარდლის თანამდებობიდან


გენერალი დევიდ პეტრეუსი გადადგა ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარების მთავარსარდლის თანამდებობიდან. პეტრეუსი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში ამერიკის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო ძალებს ედგა სათავეში, დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოში იწყებს მუშაობას. დღეს ქაბულში გამართულ ცერემონიაზე პეტრეუსმა მეთაურობა გადასცა ჯონ ალენს, გენერალს, რომელმაც ერაყში სამსახურისას გაითქვა სახელი. უფლებამოსილებების გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე მოკლულ იქნა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მაღალი რანგის მრჩეველი ჯან მუჰამად ხანი. მომხდარისთვის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა. ერთ კვირაზე ცოტა ხნით უფრო ადრე კი ყანდაარში მოკლეს პრეზიდენტის ძმა აჰმედ ვალი კარზაი.
XS
SM
MD
LG