Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რებეკა ბრუკსი გირაოთი გაუშვეს ციხიდან


რებეკა ბრუკსი, რუპერტ მერდოკის ბრიტანული მედიაჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, დღეს გირაოთი გაუშვეს ციხიდან. იგი დააკავეს სატელეფონო საუბრების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. ამავე მიზეზით დიდი ბრიტანეთის პოლიციის მაღალი რანგის ოფიცერმაც დატოვა სამსახური. პოლიციის კომისარმა პოლ სტივენსონმა კვირას განაცხადა გადადგომის შესახებ, რამდენიმე საათში მას მერე, რაც პოლიციამ დააპატიმრა ბრუკსი. ბრუკსი, თავის მხრივ, პარასკევს გადადგა მერდოკის ბეჭდური პრესის ბრიტანული განყოფილების, „ნიუს ინტერნეშნლის“ ხელმძღვანელის პოსტიდან. მას სატელეფონო საუბრების მოსმენასა და პოლიციისთვის ქრთამის მიცემაში ედება ბრალი. მერდოკმა ბოდიში მოიხადა მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ტაბლოიდი „ნიუს ოვ ზი ვორლდი“ ასობით ცნობილი ადამიანის, პოლიტიკოსების, მეტოქე ჟურნალისტების, მოკლული ბრიტანელი ჯარისკაცებისა და მოკლული თინეიჯერის სატელეფონო შეტყობინებებს ისმენდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა გადადოს ზაფხულის არდადეგები, რათა მან ოთხშაბათს შეძლოს კანონმდებელთა ინფორმირება სკანდალის შესახებ.
XS
SM
MD
LG