Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დასავლეთი გააკრიტიკა ლიბიელი მეამბოხეების აღიარებისთვის


რუსეთმა გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები ლიბიის მეამბოხე ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები, რომლებმაც გასულ კვირაში მეამბოხეები აღიარეს, მხარეს წარმოადგენენ ლიბიის სამოქალაქო ომში. დღეს ლიბიის მეამბოხეთა ჯარებმა განაცხადეს, რომ მუამარ კადაფის მომხრე უმეტესი შეიარაღებული დაჯგუფებები განდევნეს აღმოსავლეთში მდებარე ნავთობით მდიდარ ქალაქ ბრეგიდან, მაგრამ სრული კონტროლის დამყარებამდე ნაღმები უნდა გააუვნებელყონ.
XS
SM
MD
LG