Accessibility links

logo-print

პროკურატურამ გამოაქვეყნა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი


მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა დაპატიმრებული ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი, სადაც ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვამ ის გადაიბირა 2002 წელს, როცა ის დააპატიმრეს და ცხინვალში ჰყავდათ დაკავებული. 16-წუთიან ჩანაწერში აბდალაძე აცხადებს, რომ 2007 წელს, როდესაც მან პარლამენტის პრესსამსახურში დაიწყო მუშაობა და პარლამენტის თავმჯდომარის უცხოელ სტუმრებთან შეხვედრებზე ფოტოებს იღებდა, EPA-ს კორესპონდენტმა ზურაბ ქურციკიძემ, მას მიანიშნა, რომ „ისიც მუშაობდა რუსეთის ერთ–ერთ სააგენტოზე“. აბდალაძე აცხადებს, რომ 2010 წელს, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც სამინისტროში გამართულ სხვადასხვა შეხვედრებს იღებდა, მან განაგრძო ქურციკიძესთან თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG