Accessibility links

ბოსნიის, ხორვატიისა და სერბიის ლიდერები შერიგებაზე საუბრობენ


ბოსნიის, ხორვატიისა და სერბიის ლიდერები შეთანხმდნენ, განაგრძონ შერიგების პოლიტიკის განხორციელება და ყოველი ღონე იხმარონ მოუგვარებელი პრობლემების გადასაჭრელად. ამ შინაარსის განცხადება გააკეთეს ხორვატიის კუნძულ ბრიუნიზე გამართული არაფორმალური შეხვედრის მონაწილეებმა. ერთობლივ განცხადებაში საუბარია სადავო სასაზღვრო საკითხების მოგვარების აუცილებლობაზე, აგრეთვე, იმ ზომებზე, რომელთა გატარება საჭიროა 90-იან წლებში, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წარმოებული ომის წლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 15 ათასამდე ადამიანის ბედის გასარკვევად.
XS
SM
MD
LG