Accessibility links

”როსფინნადზორის” შეფი: ოლიმპიურ მშენებლობას არაკეთილსინდისიერი ექსპერტიზა აძვირებს


რუსეთის ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი პავლენკო აცხადებს, რომ სოჭში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის საგრძნობლად გაძვირება შემფასებლების არაკეთილსინდისიერმა მუშაობამ განაპირობა. მან ამის შესახებ ”როსიისკაია გაზეტას” განუცხადა. გაზეთის ინფორმაციით, სხვა ქვეყნებში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა 2-4 მილიარდი დოლარი ჯდებოდა. რუსეთში კი ოლიმპიადის ბიუჯეტი 13-18 მილიარდადაა შეფასებული.
XS
SM
MD
LG