Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის სასამართლომ უცვლელად დატოვა 19 დეკემბრის არეულობებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენები


მინსკის სასამართლომ უცვლელად დატოვა განაჩენები, რომლებიც პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატებს, ნიკოლაი სტატკევიჩსა და დმიტრი უსს, ჟურნალისტ ირინა ხალიპს და ოპოზიციის კიდევ რამდენიმე აქტივისტს გამოუტანეს გასული წლის 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით. სტატკევიჩს ექვსი წლით პატიმრობა მიესაჯა, უსს ხუთნახევარი წელი გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტ ხალიპს - ორი წლით პატიმრობა სასჯელის მოხდის გადავადების უფლებით.
XS
SM
MD
LG