Accessibility links

logo-print
მრავალეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ ახალციხეში საკამათო ეკლესია-მონასტრების მდგომარეობა განსხვავებულია. ვიდრე სასულიერო პირები და მეცნიერები ურთიერთშეთანხმებას მიაღწევენ, ზოგიერთი კულტურული ძეგლი შეიძლება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს. იმის თაობაზე, თუ რა ისტორიული ღირებულება აქვს და რა მდგომარეობაშია ამჟამად სადავო ტაძრები ახალციხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობას განსხვავებული პოზიცია აქვს.
მე-9–მე-10 საუკუნით დათარიღებული ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის სადავო ტაძარში დღეისათვის წირვა-ლოცვა აღევლინება როგორც მართლმადიდებლური, ასევე კათოლიკური წესით. ამის მიზეზი ეკლესიის წარმომავლობის თაობაზე ქრისტიანობის ორი განშტოების მიმდევართა განსხვავებული აზრია. რესტავრატორი რამაზ კორშია ფიქრობს, რომ მხარეების შეთანხმებამდე ძეგლები შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს. ამის საშიშროება განსაკუთრებით ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს ემუქრება.

ივლიტის ტაძრის გარდა, კიდევ ერთი სადავო ეკლესია მარდაშია, თუმცა მარდის დასახლებაში არსებული ტაძრის ირგვლივ სრულიად განსხვავებული ვითარებაა. ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის თქმით, ისტორიული მონაცემები ადასტურებს, რომ ახალციხეში თავდაპირველად Yყველა ეკლესია მართლმადიდებლური იყო, დროთა განმავლობაში კი ეს ეკლესიები თანდათან იმ აღმსარებლობის ჯგუფების მოთხოვნების მიხედვით გადაკეთდა, რომლებსაც ცხოვრება ტაძრების გარშემო მოუხდათ. ცირა მესხიშვილის აზრით, ამ საკითხის მოგვარებას სერიოზული და ყოველმხრივ განსაზღვრული მიდგომა სჭირდება.

იმ აზრს, რომ სავალალო მდგომარეობაში მყოფი კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობა მხოლოდ კონფლიქტის მოგვარების შემდეგ უნდა დაიწყოს, კატეგორიულად არ ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაცია `დემოკრატ მესხთა კავშირში~. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია ანდღულაძე ამბობს, რომ ძეგლთა დაცვის სამინისტროს მეთვალყურეობით უნდა მოხდეს ნებისმიერ ნაგებობაზე თუნდაც უმნიშვნელო ცვლილების შეტანა.

აღნიშნული საკითხის მოგვარება, როგორც მოსახლეობის, ასევე ისტორიკოსების აზრით, შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მოლაპარაკებების გზით - ისე, რომ ყველა ეთნიკური უმცირესობის აზრი იქნეს გათვალისწინებული და არც სამართლებრივი ნორმები დაირღვეს.
XS
SM
MD
LG