Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 45 ათასი ევროს გადახდა დააკისრა


ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ჩეჩნეთში დაღუპული ბავშვის დედისთვის 45 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. როგორც ინტერფაქსი იუწყება, კამეტა ხაშუევას სარჩელის თანახმად, მისი 11 წლის ვაჟი 2003 წელს დაიღუპა, როცა მათ სახლს ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ჯარების სპეცოპერაციის დროს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ბიჭის სიკვდილთან კავშირს და აცხადებს, რომ ცეცხლი მეამბოხეებმა გახსნეს. სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა კომპენსაციის გადახდის თაობაზე დაზარალებულის სარჩელი და ხაშუევას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დამაჯერებლად მიიჩნია.
XS
SM
MD
LG