Accessibility links

logo-print

რუსეთზე ანგარიშს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2012 წელს განიხილავს


რუსეთის მიერ ევროპის საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის შესახებ ანგარიში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განხილულ იქნება არაუადრეს 2012 წლის ივნისისა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა რუსეთის საკითხზე საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა, შვეიცარიის პარლამენტის წევრმა ანდრეას გროსმა. გროსის თქმით, ანგარიშის წინასწარი ტექსტი მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება მზად, რის შემდეგაც რუსეთს სამი თვე ექნება საიმისოდ, რომ საკუთარი შენიშვნები წარმოადგინოს. ამის მერე მოხდება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის რედაქტირება. გროსმა დასძინა, რომ ანგარიშში დეტალურად იქნება განხილული სახელმწიფო დუმის დეკემბრის არჩევნები. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ნაკლები ყურადღება დაეთმობა.
XS
SM
MD
LG