Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ინდოეთს მოუწოდებს ურთიერთობის გააქტიურებისაკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გამოდის ინდოეთთან ბირთვული ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებისაკენ მოწოდებით. ამ საკითხზე კლინტონმა ისაუბრა დელიში, სადაც დღეს შეხვდა ინდოელ კოლეგა ს.მ. კრიშნას და პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინხს:. ინდოეთში კლოინტონის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე 20 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ბომბეიში მოწყობილი სამი აფეთქების შედეგად. კლინტონმა დადებითად შეაფასა ინდოეთისა და პაკისტანის გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესის განახლების შესახებ. თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმეორებით გამოთქვა დელის შეშფოთება, რომ ავღანეთიდან შეერთებული შტატების ჯარების დაგეგმილმა გაყვანამ შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG