Accessibility links

სირიის ქალაქ ჰომსში 10 ადამიანი დახოცეს


სირიელი აქტივისტების განცხადებით, ქალაქ ჰომსში უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამგლოვიარო პროცესიას და მოკლეს, სულ ცოტა, 10 ადამიანი. აქტივისტების, უფლებადამცველებისა და თვითმხილველების ცნობებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ 50 მიაღწია სირიაში ბოლო დღეების ძალადობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. სირიელი ჯარისკაცები ორშაბათიდან ახორციელებენ ოპერაციებს ჰომსში მას შემდეგ, რაც გასული კვირის მიწურულს ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებამ იქ 30-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მთავრობა ცდილობს, ძალით ჩაახშოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები.
XS
SM
MD
LG