Accessibility links

logo-print

მოსკოვში გაიმართა აქცია დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად


სამშაბათს მოსკოვში გაიმართა საქართველოში დაკავებული ფოტოჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ შვეიცარიის საელჩოსთან, რომელიც იცავს რუსეთში საქართველოს ინტერესებს. მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით „ფოტოგრაფი ჯაშუში არ არის“, „ფოტოსურათებზე უარი ნიშნავს დემოკრატიაზე უარს“. საქართველოში 7 ივლისს დააკავეს ფოტოჟურნალისტები, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG