Accessibility links

logo-print

აშშ პაკისტანელ ჯაშუშებს ამხელს


აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ პაკისტანის პაკისტანის ჯაშუშური უწყება წლების მანძილზე მილიონობით დოლარს აწვდიდა ვაშინგტონში მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციას იმისათვის, რომ მას კონგრესსა და თეთრ სახლზე ზეგავლენის მოსახდენად ემუშავა. ეს განცხადება მოჰყვა აშშ–ის დაზვერვის ფედერალური ბიუროს მიერ "კაშმირის ამერიკული საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორის დაკავებას. აშშ მას ბრალს სდებს უცხო ქვეყნის დაურეგისტრირებელ აგენტობაში. პროკურორების მტკიცებით, ეს პირი პაკისტანის ჯაშუშური სააგენტოს მითითებებით მუშაობდა და კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში კონტაქტების გაბმას ცდილობდა. პაკისტანის საელჩო ვაშინგტონში აცხადებს, რომ არ იყო ინფორმირებული ამის შესახებ.
XS
SM
MD
LG