Accessibility links

logo-print

დააპატიმრეს გაეროს ტრიბუნალის მიერ ძებნილი უკანასკნელი სერბი ეჭვმიტანილი გორან ჰაჯიჩი


სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა დაადასტურა, რომ დღეს დილით დააპატიმრეს უკანასკნელი სერბი ეჭვმიტანილი, გორან ჰაჯიჩი, რომელიც იძებნებოდა გაეროს ტრიბუნალის მიერ. პრეზიდენტის თქმით, ჰაჯიჩის დაპატიმრებით დასრულდა ჰააგის ტრიბუნალთან ბელგრადის თანამშრომლობის ყველა რთული ეპიზოდი. 52 წლის ჰაჯიჩი ხორვატიასა და სერბიას შორის ომის დროს ხორვატიაში სერბების სეპარატისტული რესპუბლიკის, კრაინის ლიდერი იყო. ჰააგის ტრიბუნალი მას ბრალს სდებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულისთვის, მათ შორის, ასობით ადამიანის მოკვლის ბრძანებისთვის და 1991-1995 წლების ომის პერიოდში ხორვატიიდან ათასობით არასერბის გასახლებისთვის. მიმდინარე წლის მაისში სამხედრო დამნაშავის, გენერალ რატკო მლადიჩის დაკავების შემდეგ, ჰაჯიჩი იყო ომისდროინდელი უკანასკნელი ეჭვმიტანილი, რომელსაც გაეროს სასამართლო ეძებდა. ევროპის კავშირი სერბიისგან ჰაჯიჩის დაპატიმრებას მოითხოვდა ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ პირობად. დღეს ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ დაპატიმრებას და განაცხადეს, რომ ჰაჯიჩი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი ჰააგაში.
XS
SM
MD
LG