Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში სულ ცოტა 13 ადამიანი ემსხვერპლა მიწისძვრას


უზბეკეთის ფერგანის ოლქში სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა წუხელ მომხდარი მიწისძვრის შედეგად. უზბეკეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, 35 დაზარალებული საავადმყოფოებში მოათავსეს. რიხტერის შკალით 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ ტაშკენტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 200 კილომეტრზე მდებარეობდა. ფერგანის ოლქის რამდენიმე რაიონში დაინგრა სახლები და დაზიანდა გზები. მიწისქვეშა ბიძგები შეიგრძნობოდა ასევე ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დედაქალაქებში - ბიშკეკსა და დუშანბეში.
XS
SM
MD
LG